მთავარი კატალოგი

ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების,  დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში (Yes-Georgia)

 

ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების,  დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში(Yes-Georgia) წარმოადგენს საჯარო სექტორსა და კერძო ბიზნესს შორის წარმოშობილ ახალი ტიპის პარტნიორობას, რომელიც ქმნის ინსტიტუციურ ჩარჩოებს და მოდელებს იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ეკონომიკურ საქმიანობაში ახალგაზრდების ფართო მასშტაბით  მონაწილეობას. ეს არის აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ერთობლივი ინიციატივა, რომელშიც მონაწილეობს ფონდი ‘’კრისტალი’’, PH International და .. მისო ‘’კრისტალი’’. 

პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებას ისეთი ინოვაციური ფორმების გამოყენებით, როგორიცაა ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე. პროგრამის ფარგლებში გაიზრდება  ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობები ტრენინგების,  გაუმჯობესებული ფინანსურ საშუალებების, პრაქტიკული ცოდნის მიღების ახალ ფორმების და  ახალგაზრდების მხარდამჭერი კორპორატიული პრაქტიკის დანერგვის გზით. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს  ახალგაზრდების ეკონომიკურად გაძლიერების დისკურსის წამოწყებას და განვითარებას და  იმუშავებს 17-25 წლის 1000-მდე ახალგაზრდასთან, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ. 

პროგრამის მეშვეობით გაფართოვდება ახალგაზრდული ეკონომიკური შესაძლებლობები საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციების დანერგვას და მეწარმეობის განვითარებას,  რაც თავის მხრივ  ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და ქვეყნის  განვითარებას.