მთავარი კატალოგი

მეწარმეთა სივრცე - 2018!

Entrepreneurs’ Space – 2018!

საქართველოში „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში’’ (YES-Georgia) იწვევს ყველა დამწყებ მეწარმეს მეწარმეთა ფესტივალზე "მეწარმეთა სივრცე - 2018! "( “Entrepreneurs’ Space - 2018” ) . 

ფესტივალი, რომელიც 22 მარტს ‘’თბილისი სითი მოლში’’  (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.  0131 თბილისი, საქართველო) გაიმართება, ერთ სივრცეში თავს მოუყრის  დამწყებ მეწარმეებს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის USAID-ის მიერ დაფინანსებულ ახალბედა ბიზნესმენებს და ქალ მეწარმეებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. პროექტი საშუალებას აძლევს სტარტაპებს მონაწილეობა მიიღონ მოცემულ ღონისძიებაში და საკუთარი პროდუქცია რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნონ. ფესტივალის მონაწილეებს პროდუქციის გაყიდვის საშუალებაც ექნებათ.   

ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ დამწყებ მეწარმეს შეეძლება, რომელიც ადვილად გადასაზიდ, მცირე ზომისა და არამალფუჭებად პროდუქციას აწარმოებს. უპირატესობა მიენიჭებათ მათ, რომელთაც აქამდე არ მისცემიათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ სხვა მსგავს ღონისძიებაში. 

აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული ფორმა-აპლიკაცია. აპლიკაციებს პროექტის ორგანიზატორები დეტალურად შეისწავლიან და შერჩეულ სტარტაპ ორგანიზაციებს სპეციალურ მაგიდას და სივრცეს გამოუყოფენ საგამოფენო დარბაზში. მონაწილეობა უფასოა და მას პროექტი Yes-Georgia აფინანსებს. 

 

მოდი დამწყებ მეწარმეთა ფესტივალზე, გააცანი შენი პროდუქცია საზოგადოებას და მიიღე კიდევ მეტი შესაძლებლობები ‘’მეწარმეთა სივრცეში’’!

რეგისტრაციისთვის აუცილებელია შეავსოთ ყველა ველი!!!


კომპანიის ლოგო *
პროდუქციის გალერეა *
მიიღებდით, თუ არა მსგავს ღონისძიებებში, მონაწილეობას თუ ის იქნებოდა რეგულარული?